სიახლე 

ფოთის მერიის საახალწლო აქცია

ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი წელი იმ ორგანიზაციების თანამშრომლებს მიულოცეს, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას დღესასწაულებზეც 24 საათიან რეჟიმში ასრულებენ. ვიცე-მერმა მამუკა პაპასკირმა, მერის მოადგილემ ირაკლი თოფურიამ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ინგა მასხულიამ და სხვა ოფიციალურმა პირებმა ახალი წლის შემობრძანება პოლიციის სამმართველოს, სასწრაფო დახმარების, სამედიცინო დაწესებულება „ევექსის“, სახანძრო და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მორიგე ჯგუფებს პირადად მიულოცეს
 

მსგავსი სტატიები