ფოთში საახალწლო კონცერტში “ბაბილინა“ მონაწილეობდა
ფოთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახების ბავშვები, ასევე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარები იყვნენ მოწვეულები. კონცერტი პატარების საყვარელ ტელეწამყვანს „ბაბილინას“ ლევან მაშავასთან ერთად მიჰყავდა.მაყურებლის წინაშე სხვადსხვა მუსიკალური ნომრით სტუდიების: „ანა-ბანას“, „ენკი-ბენკის“, „გვირილების“ და „მზის გულის“ აღსაზრდელები გამოვიდნენ. საახალწლო ღონისძიება ფოთის მერიის ინიციატივით გაიმართა.მოწვეულ პატარებს კონცერტის ბოლოს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ