სიახლე 

ფოთში 20 დღის წინ მდინარეში ჩავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს 18 02 19


აღმაშენებლის ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის ცხედარი 20 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. მას გუშინ დილის საათებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მდინარე რიონის შესართავიდან 1 კილომეტრში, ანუ ეგრედწოდებულ „გრეიფრუტების“ ტერიტორიის სანაპიროზე მიაგნეს. უბედური შემთხვევის დღიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს, როგორც მდინარეში ისე ზღვაში, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებდა. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავები თბილისიდან და აჭარის რეგიონიდან. შეგახსენებთ, რომ 16 წლის მოზარდი აღმაშენებლის ხიდის მოაჯირიდან 29 იანვარს გადავარდა. მას სამი თანატოლი ბიჭი ახლდა , რომლებიც უმალ ხიდის ქვემოთ გაიქცნენ, იმ იმედით რომ ეგონათ მეგობარი ნაპირისკენ გამოცურვას შესძლებდა. თვითმხილველებიდან ორი მამაკაცი ჩახტა მდინარეში მაგრამ მას ვერ მიაგნეს.

მსგავსი სტატიები