ფოთში ქართული თეატრის დღე აღინიშნა
14 იანვარს საქართველოში ქართული თეატრის დღე აღინიშნა. ფოთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ,მაყურებელს ავქსენტი ცაგარელის “ხანუმა“ წარუდგინა.თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით მღებრიშვილის თქმით „ხანუმა“ როგორც მაყურებლის ასევე მსახიობების ერთერთი საყვარელი სპექტაკლია და ამტომ გადაწყდა მისი ჩვენება.სპექტაკლს ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მაყურებელს ქართული თეატრის დღე, მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა მიულოცა.