საახალწლო ბლიც ტურნირი ფოთის საჭადრაკო კლუბში
ფოთის საჭადრაკო კლუბში საახალწლო ბლიც ტურნირი გაიმართა, რომელშიც 11 მოჭადრაკე მონაწილეობდა. საქალაქო ტურნირი წრიული სისტემით ჩატარდა. სულ 22 ტური გათამაშდა. პირველი ადგილი – გიორგი გამზარდიამ დაიკავა, მეორე ადგილი – დათო კოდუამ, ხოლო მესამე ადგილი – გოჩა ჩაჩუამ მოიპოვა.

