სიახლე 

ფოთში ოკუპაციის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება. 21 02 19


25-დან 28 თებერვლის ჩათვლით, ოკუპაციის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო სივრცეში ჩატარდება. გიორგი ფარეშიშვილის თქმით, 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა პატივის მისაგებად, ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ, სახელმწიფო დროშის დაშვების ცერემონიალი გაიმართება. ასევე, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში, დაღუპულ მებრძოლთა მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდება.

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ, ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის არმიის წინააღმდეგ ომში, ქართველ იუნკერთა სამხედრო სასწავლებლის 500-კაციანი რაზმი ჩაერთო, რომლებმაც ქვეყნის დასაცავად თავი გაწირეს.

მსგავსი სტატიები