სიახლე 

ფოთში ბიძინა (მანუჩარ) ჩემიას სახელობის თასის გათამაშება გაიმართა 25 02 19


24 თებერვალს, საკალათბურთო დარბაზში, ,,კოლხეთი 1913’’-ის ყოფილი ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული ბიძინა (მანუჩარ) ჩემიას სახელობის თასის გათამაშება გაიმართა, ტურნირი 2010 წლებში დაბადებულ ნორჩ ფეხბურთელთა შორის ჩატარდა. სადაც ხობის, სენაკის, ლანჩხუთის, ზუგდიდისა და ფოთის ფეხბურთელთა გუნდები მონაწილეობდნენ. III ადგილისათვის ერთმანეთს ფოთის ,,კოლხეთი 1’’ და სენაკის ,,ქუჯი’’ დაუპირისპირდნენ, სადაც სენაკელმა მოზარდებმა ანგარიშით 0:1 გაიმარჯვეს და III საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ. ფინალში ლანჩხუთის ,,გურია’’-მ ანგარიშით 4:3 ზუგდიდის ,,კოლხა’’ დაამარცხა და ტურნირის გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვებული გუნდები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. თასის გათამაშება საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ქალაქ ფოთის სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მხარდაჭერით განხორციელდა.

მსგავსი სტატიები