სიახლე 

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ფოთის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს 25 02 19


საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ფოთის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ცერემონიალს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

მოგვიანებით, საკათედრო ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, 1921 წლის 25 თებერვალს დაღუპული იუნკრებისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

„ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ამ დღეს ქართველმა მებრძოლებმა, კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში, ქვეყნისთვის უპირველესი ფასეულობის – თავისუფლების დასაცავად თავდადებული გმირობის მაგალითი გვიჩვენეს. ფოთში, საბჭოთა რუსეთის არმიის მიერ საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის ფარგლებში საჯარო სკოლებსა და დაწესებულებებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება“_ განაცხადა მერის პირველმა მოადგილემ, კოტე თოფურიამ.

მსგავსი სტატიები