სიახლე 

ფოთში, თბილი ამინდი შენარჩუნდება 08 03 19


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 10 მარტის ჩათვლით თბილი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +18° დაფიქსირდება.

9 მარტს ცვალებადი მიმართულების ქარი დაქროლავს 14მ/წმ სიჩქარით. ასევე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ხანმოკლე წვიმით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +16° +18 °; ღამით კი + 8 ° + 10 ° იქნება.

10 მარტს სამხრეთ-დასავლეთის ქარია მოსალოდნელი, რომელიც 13 მეტრი წამი სიჩქარით დაქროლავს. დაფიქსირდება ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით კი ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13° +15°, ხოლო ღამით +8° +10° დაფიქსირდება.

მსგავსი სტატიები