სიახლე 

ფოთში, სკოლის მოსწავლეებს შორის რეგიონალური პირველობა კალათბურთში დასრულდა 18 03 19


ფოთის საკალათბურთო დარბაზში, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებული რეგიონალური პირველობა კალათბურთში გაიმართა. შეჯიბრი 2002-2004 წლებში დაბადებულ საჯარო სკოლების მოსწავლე გოგონათა და ვაჟთა შორის ჩატარდა. გოგონათა შორის I ადგილი მოიპოვა ზუგდიდის N1 საჯარო სკოლამ, II ადგილი – აბაშის N2 საჯარო სკოლამ, ხოლო III ადგილის მფლობელი – ხობის N1 საჯარო სკოლა გახდა. ვაჟთა შორის I ადგილი ზუგდიდის N2 საჯარო სკოლამ მოიპოვა, II ადგილი – აბაშის ქოლომბნის საჯარო სკოლამ, III ადგილი – ფოთის N15 საჯარო სკოლას ხვდა წილად. გამარჯვებული გუნდები თასებით, დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. რეგიონალური პირველობა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელობით გაიმართა.

მსგავსი სტატიები