სიახლე 

ფოთში, სპორტული და სამეჯლისო ცეკვების პროფესიონალთა ჯგუფმა მასტერ კლასები ჩაატარა 19 03 19


მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებით ცენტრში, სამეჯლისო სპორტული ცეკვების ჯგუფი „მზის გულის“ მოსწავლეებისთვის თბილისიდან მოწვეულმა პროფესიონალმა მოცეკვავეებმა ხუთ დღიანი ლექცია-სემინარები ჩაატარეს.

„მზის გულის“ ხელმძღვანელის, ლევან მაშავას ინიციატივით, ნორჩი მოცეკვავეებისათვის კვალიფიკაციისა და ცეკვის ხარისხის ასამაღლებლად მასტერკლასები, საქართველოს სამეჯლისო და სპორტული ცეკვების პროფესიონალთა ეროვნული საბჭოს გენერალურმა მდივანმა თეა წიკლაურმა, ,,ცეკვავენ ვარსკვლავების” მოცეკვავეებმა, საქართველოს ჩემპიონებმა ირაკლი ძაძამიამ და ირა კვიტინსკაიამ გამართეს.

„მზის გულის“ მოცეკვავეები საქართველოს თასის ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადებიან, რომელიც ზუგდიდში 24 მარტს გაიმართება. ხოლო ოთხი მოსწავლე 29-31 მარტის ჩათვლით საბერძნეთის დედაქალაქში საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება, სადაც მსაჯის სტატუსით ლევან მაშავა არის მიწვეული.

მსგავსი სტატიები