სიახლე 

ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ორი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 25 03 19


ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემების პრეზენტაცია გაიმართა. სამეცნიერო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, უნივერსიტეტის პროფესორებმა ორი ახალი წიგნი: მიტროპოლიტი კალისტე უეარის „შესაქმის მართლმადიდებლური ხედვა“ და კრებული – „ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია“ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს და ამ წიგნების გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პრეზენტაციას ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუდენტები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები