სიახლე 

ფოთში გიგანტური კუ იპოვეს 25 03 19


ფოთში, ნაბადის სანაპიროზე ადგილობრივმა მცხოვრებმა, ლაშა ხოჯავამ გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ იპოვა. როგორც ის ჰყვება, დილით ზღვაზე შეშის მოსაგროვებლად იყო წასული, ნაპირზე გამორიყული კუ შენიშნა, რომელიც არ მოძრაობდა. 70 კლიოგრამამდე წონის რეპტილია ხელის ურიკით სახლამდე მიიყვანა და ბათუმის დელფინარიუმს დაუკავშირდა. ლაშა ხოჯავა სამი შვილის მამაა. უმცროსს, 8 თვის ჩვილს, ჯამრთელობის პრობლემა შეექმნა. ის მწვავე პნევმონიის დიაგნოზით ქუთაისის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, ექიმებმა მისი გადარჩენა სასწაულებრივად შესძლეს. როგორც ლაშა ხოჯავა ამბობს, ძალიან სჭირდება ფინანსური დახმარება, სწორედ ამ მიზეზით დარეკა დელფინარიუმში, თუმცა თანხის გადახდაზე რომ მივიდა საქმე, კუს წაყვანაზე უარი უთხრეს და საბოლოოდ, უნიკალური ჯიშის რეპტილია ოჯახის პირობებში რომ არ დაღუპულიყო, იქით შეეხვეწა წაეყვანათ. შეგახსენებთ, რომ ხმელთაშუა ზღვიდან, შავი ზღვის აკვატორიაში, ფოთის სანაპირო ზოლში, გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა (კარეტაკარეტა) 23 მარტს იპოვეს. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტების განცხადებით, კუ დაუყოვნებლივ საჭიროებდა რეაბილიტაციას. აღნიშნული სახეობისთვის საჭირო პირობები კი არც „ბათუმის დელფინარიუმში“ და არც“ აკვარიუმში“ იყო. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დახმარებისთვის სასტუმრო „პარაგრაფის“ აკვარიუმს მიმართეს. ამჯერად გიგანტური კუ სარეაბილიტაციო კურსს აღნიშნული სასტუმროს საკარანტინო აუზში გადის. სარეაბილიტაციო კურსის გავლის შედეგ კი გარემოში აპირებენ დაბრუნებას. ამჯერად გიგანტური კუ სარეაბილიტაციო კურსს სასტუმრო „პარაგრაფის” საკარანტინო აუზში გადის. სარეაბილიტაციო კურსის გავლის შედეგ კი გარემოში აპირებენ დაბრუნებას.

მსგავსი სტატიები