მონადირეების აქცია ფოთში

ფოთში 300-მდე მონადირემ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივმა და გურიიდან ჩამოსულმა მონადირეებმა კანონში ცვლილების შეტანა მოითხოვეს, მათი განცხადებით კოლხეთის ეროვნულ პარკში გადაადგილებისას გარკვეული შეზღუდვები აქვთ, კერძოდ, პალიასტომის ტბის გავლით, იარაღის თუნდაც დაშლილ მდგომარეობაში გადატანა და ნადირობისთვის ნებადართულ ადგილამდე მიტანა ეკრძალებათ. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა აკაკის ქუჩის მიმდენბარე ტერიტორიიდან, კოლხეთის ეროვნულ პარკში გადაინაცვლეს, სადაც ფოთის მერის მოადგილეებსა და საკრებულოს წევრებს შეხვდენენ. შეხვედრა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს პრობლემა მუნიციპალიტეტის დონეზე ვერ მოგვარდება, რადგან მას კანონმდებლობა არეგულირებს. მონადირეებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ თუ ეს საკითხი დადებითად არ გადაწყდება, საპროტესტო აქციებს ისევ განაახლებენ.
 

მსგავსი სტატიები