სიახლე 

ფოთში ტრენინგი გაიმართა

ფოთში ტრენინგი სახელწოდებით „დებატების ხელოვნება და ემოციური ინტელექტი“ გაიმართა, რომელსაც ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლის 80- მდე მოსწავლე ესწრებოდა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ახალგაზრდებს „სი დი ეს აი“-ს დამფუძნებელი მანჩო კობიძე ესაუბრა .შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ტრენინგი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯი ეი თის“ და ქალაქ ფოთის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

მსგავსი სტატიები