ფოთელი სამბისტის გივი ნადარეიშვილის წარმატება
ფოთელმა მოჭიდავემ გივი ნადარეიშვილმა საქართველოს 2018 წლის ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. ის 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ჩემპიონატი თბილისში „ნიუ თბილისის”არენაზე გაიმართა, რომელშიც საქართველოს საუკეთესო სამბისტები მონაწილეობდნენ.