სიახლე 

ფოთელი ხატია ჩალაია დახმარებას ითხოვს 12 04 19


ფოთში, 27 წლის ხატია ჩალაია მეხუთე წელია ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. მან მწვავე იშემიური ინსულტი გადაიტანა, შედეგად ხელ- ფეხი პარალიზებული აქვს. ხატია ნაბადის უბანში, ელადას ქუჩაზე ( N 101) მეუღლესთან და 59 წლის დედასთან ერთად ცხოვრობს. როგორც დედა, სვეტა ჩალაია ჰყვება, ოჯახს არა აქვს საშუალება ხატიას მკურნალობის ხარჯები დაფაროს. მდგომარეობას ისიც ამძიმებს რომ, ოჯახი სახელწიფო სოციალური პროგრამით არ სარგებლობს, რადგან შესაბამისი სამსახურის მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ, უარყოფითი პასუხი დააფიქსირა. ხატიას დედას კეთილი ადამიანების გულისხმიერების იმედი აქვს, ის დახმარებას ითხოვს.



საქართველოს ბანკი. სვეტლანა ჩალაია GE98BG0000000713442000

მსგავსი სტატიები