სიახლე 

ფოთში დედა ენის დღე აღინიშნა 15 04 19


ქართული ენის დღესთან დაკავშირებით მე-15 საჯარო სკოლის წინ, იაკობ გოგებაშვილის ბიუსტთან ამავე სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს და ახლო წარსული გაიხსენეს, თუ როგორ ცდილობდა საბჭოთა ხელისუფლება ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია. საზოგადოებას სიცოცხლის რისკის ფასად მოუხდა მშობლიური ენის დაცვა. ღონისძიების დასასრულს, მოსწავლე ახალგაზრდებთან ერთად, ფოთის მერიის წარმომადგენლებმა იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

საქართველოში, 14 აპრილი „დედა ენის დღე“-დ 1990 წელს გამოცხადდა.

მსგავსი სტატიები