სიახლე 

კოლხური კულტურის მუზეუმში ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა 17 04 19


კოლხური კულტურის მუზეუმში, N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული საღამო „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ გამართეს, რომელიც 1989 წლის 9 აპრილისა და 1991 წლის 9 აპრილის მოვლენებს მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა ისაუბრეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დამსახურებაზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.

ღონისძიებაზე ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები სიტყვით გამოვიდნენ. მათ პირველ პრეზიდენტთან ერთად გატარებული დღეები და 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ, ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის მაშინდელი აქტიური წევრები, შორენა ჭოჭუა, მირანდა ბარამიძე და გვარდიის ხელმძღვანელი გურამ ლაკია.

მსგავსი სტატიები