ფოთში საჭადრაკო ტურნირი გაიმართა. 5 თებერვალი, 2018
3-4 თებერვალს ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა საკვალიფიკაციო ტურნირები მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიებზე, რომელშიც მონაწილეობდა ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის და ჩოხატაურის 70-მე მოჭადრაკე. ტურნირები გაიმართა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და მედლებით, ხოლო I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს დამატებით გადაეცათ თასები. საბოლოო შედეგები: III კატეგორიაზე: I ადგილი – ნინი შამუგია, II ადგილი – საბა ბოლქვაძე, III ადგილი – ნიკოლოზ კვარაცხელია. IV კატეგორიაზე: I ადგილი – დიმიტრი ანთელავა, II ადგილი – მეგი ცობეხია, III ადგილი – ბარბარე კულუა. V კატეგორიაზე: I ადგილი – ირაკლი შედანია, II ადგილი – ნია ჭითანავა, III ადგილი – გაბრიელ ჩარგაზია. მორიგი საკვალიფიკაციო ტურნირები მარტში გაიმართება.

