სიახლე 

ფოთის მერიის და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილესთან გიორგი ფარეშიშვილთან და ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან გია დარჯანიასთან ერთად ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ეწვია და სასწავლო პროგრამას გაეცნო. ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორთან ,ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლთან შეხვედრისას საუბარი ლიდერობისა და ეფექტური კომუნიკაციის პროგრამას შეეხო , რისი სწავლებაც ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება.
სამოქალაქო განათლება, სტრატეგიული კომუნიკაცია, ადამიანური რესურსების მართვა_სწორედ ამ თემებზე, ახალი სასწავლო წლიდან ქართველი და უცხოელი სპეციალისტები საჯარო მოხელეებისათვის მასტერ კლასებს ჩაატარებენ.მსურველები გაივლიან სამთვიან კურსებს. მოეწყობა ღია კარის დღე სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებულთათვის.
 
 

მსგავსი სტატიები