ფოთში ყაჩაღობის ფაქტი დაფიქსირდა
ფოთში ყაჩაღობის ფაქტი დაფიქსირდა ნაბადაში მდებარე „ლუკოილის„ ბენზინგასამართ სადგურს თავს ნიღბიანი და შეიარაღებული პირები დაესხნენ. ბენზინგასამართი სადგურის ხელმძღვანელობა წაღებული თანხის ოდენობას არ აკონკრეტებს. თუმცა ჩვენი ინფორმაციით ბოროტ მოქმედებმა სეიფიდან 30 000 ლარზე მეტი თანხის გატაცება შეძლეს. შსს ინფორმაციით გამოძიება 179 მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

