სიახლე 

ფოთში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს 19 04 19


ფოთში წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ამჯერად, გრუნტის გაუწყლოვნება და მთავარი მილის დამონტაჟება ექვს უბანზე ერთდროულად ხორციელდება, მათ შორის ნაბადის უბანში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. TAHAL GROUP-ის კონსტრაქტის ინჟინერის, მილან ნედელკოვიჩის განცხადებით, სადაწნეო მილების დამონტაჟების შემდეგ, მეორე ეტაპი _ თვითდინებითი მილების დამონტაჟება დაიწყება. საკანალიზაციო სისტემის მშენებლობაზე დასაქმებულთა უმრავლესობას ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს. როგორც მშენებლობის უფროსმა ინჟინერმა, იგორ სამურკასოვმა განაცხადა, ამ ეტაპზე 6 ბრიგადა მუშაობს, მაისის თვეში კი მუშახელი გაიზრდება და საერთო ჯამში 9 ბრიგადა განახორციელებს დაკისრებულ დავალებას. კომპანია „TAHAL GROUP“-ის წარმომადგენლების თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების ქსელის მოწყობა მთელი ქალაქის მასშტაბით, 2020 წელს დასრულდება.

მსგავსი სტატიები