სიახლე 

კოლხეთის პარკში დედამიწის დღე აღნიშნეს 24 04 19


კოლხეთის ეროვნულ პარკში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სხვადასხა აქტივობები ჩატარდა. ღონისძიებები, კოლხეთის ეროვნული პარკის „ნორჩი ელჩების“, რეინჯერების, ქალაქის საჯარო სკოლების, ეკოკლუბებისა და კოლხეთის მოხალისეთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა. დედამიწის კვირეული პრეზენტაციით გაიხსნა, სადაც ნაჩვენები იქნა დოკუმენტური მასალა და ვიდეორგოლები, პლანეტის ყველაზე ცხელ წერტილებზე. მოსწავლეებმა კოლხეთის ადმინისტრაციულ ეზოში რელიქტური ლაფნის ნერგები დარგეს. დასასრულს, ტყე-პარკის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო.

აღნიშნული აქტივობები მშვიდობის კორპუსის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

მსგავსი სტატიები