სიახლე 

ფოთში მდ. კაპარჭას ტერიტორიაზე საბურავები დაწვეს 25 04 19


ფოთში, 8 მარტის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე კაპარჭინასთან არსებულ ნაგავსაყრელზე უცნობმა პირებმა საბურავები დაწვეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, პიროვნება, რომელმაც საბურავებს ცეცხლი წაუკიდა დადგენილი არ არის. აქვე განმარტეს, რომ ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა საშიში ტოქსიკური ნივთიერებები რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსმა, ეკა ჯინორიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო კომენტარი გააკეთა. ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის, მათ შორის, პლასტიკის მასალის, საბურავების და ფოთლების ღია წესით დაწვა აკრძალულია და ჯარიმას ითვალისწინებს.

მსგავსი სტატიები