სიახლე 

ფოთში ბენეფიციარებისთვის ქრონიკულ დავადებათა სამკურნალო მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზარდა 07 05 19


სოციალური დაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი, ეკატერინე ადამია ფოთში, ფოთის ჯანდაცვის სამსახურის უფროსს და მედპერსონალს შეხვდა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მედიკამენტების ჩამონათვალი და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა. ბენეფიციარებს ექვსი ძირითადი მიმართულების სამკურნალო მედიკამენტის შეძენა, ფოთში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებულ პსპ-ს ქსელის აფთიაქში შეეძლებათ. ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი პირები მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად 1 ლარად, ხოლო საპენსიო ასაკის ბენეფიციარები და შშმ პირები, 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. ეკატერინე ადამიას თქმით, საინფორმაციო სახის შეხვედრის მიზანი, ბენეფიციართა ინფორმირებულობაა. როგორც მან აღნიშნა ფოთში, პროგრამის ფარგლებში, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით მომხმარებელთა რაოდენობა დაბალია.

მსგავსი სტატიები