სიახლე 

ფოთში ახალი საქართველოს უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

დღეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადრე ქრისტიანული ეპოქის უმნიშვნელოვანეს მოაზროვნეს წმინდა იუსტინე ფილოსოფოსს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრანტები რომელთაც წარადგინეს მოხსენებები იუსტინე ფილოსოფოსის მსოფლმხედველობის აზროვნების და მოღვაწეობის შესახებ. კონფერენციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა დამსწრე პირები. კონფერენციებს აქვს ციკლური ხასიათი და ის პერმამენტულად გრძელდება

მსგავსი სტატიები