სიახლე 

ფოთში ებრალიძეების სახლში მოშინაურებული ყორანი ბინადრობს 14 05 19


ფოთში, ებრალიძეების სახლში მოშინაურებული ყორანი ბინადრობს. დაახლოებით 5 თვის ბახალა, სულ ერთი კვირაა, რაც მისთვის უჩვეულო გარემოში იზრდება, მაგრამ უკვე ახალი ოჯახის სრულუფლებიან წევრად გრძნოვბს თავს. ჯერ ვერ დაფრინავს, თუმცა ეზოში თავისუფლად დასეირნობს. ადამინებთან ძალიან კონტაქტურია, განსაკუთრებით უყვარს როდესაც ესაუბრებიან.

ბახალას მისი შეფერილობის გამო უჩა შეარქვეს. ჩვილი ბავშვივით ყურადღებას ითხოვს, თუ ჩხავილს იწყებს, ესეიგი მოწყენილია ან მოშივდა. საკვებიდან ყველაზე მეტად შვრიის ფაფა მოეწონა, რომელსაც პატრონის ხელით, ყოველ ერთ საათში, კოვზით მიირთმევს.

მსგავსი სტატიები