სიახლე 

ფოთელი მოკრივეები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან 17 05 19


ფოთის ზურაბ სასანიას სახელობის მოკრივეთა კლუბ „ლიდერი“-ს და კრივის სასპორტო სკოლის ბაზაზე საქართველოს 16 წლამდე ჭაბუკთა ნაკრები გუნდი, ევროპის ჩემპიონატისთვის აქტიურად ვარჯიშობს. ამჟამად ფოთში მოსამზადებელი ბოლო დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც 21 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის ჩემპიონატზე 11 ქართველი მოკრივე სხვადასხვა წონით კატეგორიაში იასპარეზებს, რომელთა შორის სამი ფოთელი სპორტსმენია.

ევროპის ჩემპიონატი 22 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით რუმინეთის ქალაქ გალატაში გაიმართება, სადაც 37 ქვეყნის 305 მოკრივე იბრძოლებს.

მსგავსი სტატიები