სიახლე 

ფოთის თეატრი საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადება 17 05 19


19 მაისს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება გაიმართება. თურქი დრამატურგის აზიზ ნესინის პიესის მიხედვით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რამაზ იოსელიანი ერთმოქმედებიანი კომედიური ჟანრის სპექტაკლს, სახელწოდებით „მომკალ, მომკალ“ წარმოადგენს. სპექტაკლი ორი მეზობლის, ხანდაზმული ქვრივი ქალბატონების მარტოობის და გაუცხოების პრობლემას მოგვითხრობს. რეჟისორი მწარე სარკაზმით, ტკივილნარევი იუმორით გვაჩვენებს, თუ როგორი რთულია სიმარტოვე და ყურადღების ნაკლებობა საზოგადოებაში, რომელსაც მთელი ცხოვრება შეალიეს. სპექტაკლზე მუშაობენ მსახიობები: ლილი ბოდაველი, ჩიტო პატარიძე, მარიკა ბუკია და ნოდარ ბჟალავა. მხატვარი ანანო დოლიძეა, ტექნიკური რეჟისორი ეკა კულუა.

მსგავსი სტატიები