სტრატეგიული სწავლების ცენტრი „მენტორი“ ქალაქ ფოთში
სტრატეგიული სწავლების ცენტრი „მენტორი“ ქალაქ ფოთს ამჯერად მეხსიერების აკადემიასთან ერთდ ეწვია, ტრენინგი ჩატარდა თემაზე „გაიუმჯობესეთ მეხსიერება“. სწავლება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის ჩატარდა,-მონაწილეები ტრენინგის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩრთულნი, ორგანიზატორების ინიციატივით სოციალურად დაუცველებს საშავალება მიეცათ უფასოდ გაიარონ სწავლების სრული კურსი და ამისათვის ორ ფოთელ მოქალაქეს ტრენინგში მონაწილეობის ერთ წლიანი ვაუჩერი გადაეცა.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიქატები გადაეცათ.

