ხობში მინი ფეხბურთში ტურნირი გაიმართა
ხობში მინი ფეხბურთში აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის დათა ხურცილავას სახელობის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი ხუთი დღის მანძილზე მიმდინარეობდა და მასში 5 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ხობის „ჭყონდიდელი“ ხეთის გუნდს დაუპირისპირდა , ანგარიშით 7:3 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გხდა. მესამე ადგილი სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდმა დაიკავა.