სიახლე 

ფოთის თეატრში საპრემიერო ჩვენება ანშლაგით გაიმართა 20 05 19


19 მაისს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე საპრემიერო ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა.

„მომკალ, მომკალ“ – ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც ორი ხანდაზმული მეზობლის, ქვრივი ქალბატონების მარტოობის და გაუცხოების პრობლემას მოგვითხრობს.

რეჟისორი მწარე სარკაზმით და ტკივილნარევი იუმორით გვაჩვენებს, თუ როგორი რთულია სიმარტოვე. საზოგადოების მხრიდან ყურადღების ნაკლებობა, რომელსაც მთელი ცხოვრება შეალიეს.

ერთმოქმედებიანი კომედიური ჟანრის სპექტაკლი, თურქი დრამატურგის აზიზ ნესინის პიესის მიხედვით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რამაზ იოსელიანმა დადგა.

სპექტაკლში მსახიობები, ლილი ბოდაველი, ჩიტო პატარიძე, მარიკა ბუკია და ნოდარ ბჟალავა მონაწილეობენ. სპექტაკლის მხატვარი ანანო დოლიძეა, ტექნიკური რეჟისორი კი ეკა კულუა.

მსგავსი სტატიები