სიახლე 

ფოთში, ხელთნაკეთი თოჯინების საქალაქო კონკურსი ჩატარდა 22 05 19


ფოთში პირველად, ხელთნაკეთი სათამაშოების საქალაქო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სახელოვნებო ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის ინიციატივით შედგა. კონკურსში 8 სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა. გამარჯვებული მოსწავლეების გამოვლენა და დაჯილდოება, პირველ ივნისს, ცენტრალურ პაკში, საზეიმო ვითარებაში გაიმართება.

ღონისძიების მიზანია, მოზარდთა შემოქმედებითი უნარების, ფანტაზიის სტიმულირება, შრომითი ჩვევების დანერგვა და მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნების განვითარება.

მსგავსი სტატიები