სიახლე 

ფოთის მერმა, წარმატებულ სპორტსმენებს მადლობის სიგელები გადასცა 24 05 19


ფოთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, ქალაქის წარმატებულ სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან შეხვედრა გაიმართა. ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ სპორტმენებს ხელბურთში, ძალისმიერ სამჭიდში და უშუ კუნგფუში მიღწეული შედეგები მიულოცა და თითეულ მათგანს მადლობის სიგელი გადასცა. სიგელი გადაეცათ კლუბი „ფაზისი-2011“-ს სპორტსმენებს, რომლებმაც 16-19 მაისს, უკრაინის ქალაქ ლუცკში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალისმიერ სამჭიდში წარმატებით იასპარეზეს და 3 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გოჩა კურდრელიამ მადლობის სიგელი გადასცა ქალ ხელბურთელებს, რომლებმაც 2018-2019 წლის საქართველოს ჩემპიონატის ფინალში თბილისის გუნდი, ანგარიშით 32-25 დაამარცხეს და საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ასევე აღსანიშნავია, 11 წლის სოფიო აფხაზავას წარმატება უშუ კუნგფუში. მან მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატზე, ოქროს მედალი მოიპოვა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. შეხვედრაზე საქართველოს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა, უწყების წარმომადგენლებთნ სპორტში მიღწეულ წარმატებებსა და გამოწვევებზე, ასევე არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

მსგავსი სტატიები