სიახლე 

ფოთში „ფაზისის აკადემიის“ სხდომა გაიმართა 31 05 19


ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, „ფაზისის საერო სამეცნიერო საქალაქო აკადემიის“ მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრა პოეზიას მიეძღვნა. დღევანდელ ღონისძიებაზე აკადემიის წევრებმა თავიანთი შემოქმედება ერთმანეთს გაუზიარეს. საღამოს აკადემიის პრეზიდენტი, ნუგზარ ნადარაია დაესწრო. როგორც, ორგანიზაციაში აღნიშნეს, დღეს აკადემიას ახალი წევრები შეემატნენ, რომელთაც ფაზისის აკადემიის დამადასტურებელი მოწმობა გადაეცათ.

„ფაზისის აკადემია“ რამდენიმე წლიან ისტორიას ითვლის. მათი თქმით, ყოველი თვის ბოლო პარასკევს იკრიბებიან და ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობენ. დღეს კი, ბოლო შეხვედრა გაიმართა. ფაზისის აკადემიაში საზაფხულო არდადეგები დაიწყო.

მსგავსი სტატიები