სიახლე 

“მშვიდობა ომზე მეტია“- აქცია ფოთში

კვირას, საღამოს 18:30-ზე   ფოთის თეატრის ინიციატივით რეგიონულმა თატრებმა  აქცია სახელწოდებით “მშვიდობა ომზე მეტია“ გამართეს. აქცია  რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ფორმირებების მიერ მოკლული ქართველი ჯარისკაცის – არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობის გამოსაცხადებლად და ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ჩატარდა. შემდეგ თეატრალებმა საკათედრო ტაძარში გადაინაცვლეს, სადაც მამა ამბროსმა გმირთა მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.აქციაში ფოთელებთან ერთად ხულოს, ბათუმის, ოზურგეთის, სენაკის, ზუგდიდის ,ქუთაისის ,ზესტაფონის, ჭიათურის, გორის, ახალციხის, თელავის, .სოხუმის, და ცხინვალის თეატრები ჩაერთვნენ.

მსგავსი სტატიები