სიახლე 

კოლხეთის ეროვნულმა პარკმა ფოთელ და თბილისელ მოსწავლეებს უმასპინძლა 04 06 19


ეკო კლუბების თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ქ.ფოთის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თბილისის სკოლა “შავნაბადას” ეკო კლუბის მოსწავლეებს უმასპინძლეს. ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში მოეწყო ეკო საგანმანათლებლო ტური. კლუბის წევრებმა კაიაკებით გაისეირნეს ოქროს ტბაზე, ასევე პონტონით გაცურეს “პალიასტომი – ფიჩორის” მონაკვეთზე. თავიანთ ხელმძღვანელებთან და კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლებთან ერთად, ნაკრძალი დაათვალიერეს და მის ბიომრავალფეროვნებას გაეცნენ.

ტურის შემდგომ, მოსწავლეებისათვის ეკო საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა, რომელსაც კოლხეთის ეროვნული პარკის მთავარი სპეციალისტი, მანანა ჩიქოვანი გაუძღვა. სემინარზე, დაცული ტერიტორიის უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესახებ ისაუბრეს. გაიმართა ვიდეო ჩვენება, ნაკრძალ ტერიტორიაზე არსებული ცხოველების, წყლის ბინადრებისა და გადამფრენი ფრინველების შესახებ.

როგორც, კლუბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ორ დღიანი ტური დატვირთული იყო სხვადასხვა საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობებით.

ტურის მიზანი არის მეტი ცოდნის მიღება საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ.

მსგავსი სტატიები