სიახლე 

ამინდის პროგნოზი 14 06 19


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ხვალიდან 17 ივნისის ჩათვლით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +27 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსების ვარაუდით ამ სამი დღის მანძილზე ღამის საათებში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ზღვის ღელვა კი 2-3 ბალამდე შენარჩუნდება.

15 ივნისს ჰაერის ტემპერატურა დღისით +24-26 გრადუსი, ღამით +22-24 გრადუსი იქნება, საღამოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

16 ივნისს დღისით მცირე წვიმა ელჭექით დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24-26 გრადუსი, ღამით +22-24 გრადუსია მოსალოდნელი.

17 ივნისს დილის საათებში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25-27 გრადუსი, ღამით +21-23 გრადუსი იქნება.

მსგავსი სტატიები