სიახლე 

ფოთში ტაეკვანდოს 3 მწვრთნელი დააკავეს 17 06 19


ფოთში, ტაეკვანდოს ღია ჩემპიონატზე სამი მწვრთნელი დააკავეს. ისინი ამ დრომდე ფოთის პოლიციის წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებიან. მათ ბრალს დღეს წაუყენებენ. ინციდენტი გუშინ, ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტის სულხან ბაბუაძის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მოხდა. ფედერაციის წევრების ნაწილი სულხან ბაბუაძეს არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებს და მის გადაყენებას მოითხოვს. დაპირისპირება ჩემპიონატზე დაიწყო, რაც მოგვიანებით დარბაზის გარეთ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებული მწვრთნელების ახლობლები ამ დრომდე პოლიციის შენობასთან იმყოფებიან. ისინი საპროცესო შეთანხმებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები