სიახლე 

ფოთში მშვიდობის კორპუსის მოხალისე ჩამოვიდა 18 06 19


სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა და სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრი, ერთობლივი პროექტის ფარგლებში ამერიკელ მოხალისეს მასპინძლობს, რომელიც მრავალ საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს ფოთელ ახაგაზრდებთან ერთად.

სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრში არსებობს ინგლისური ენის ცენტრი, სადაც მოსწავლეები ეუფლებიან ინგლისურ ენას. მათ საშუალება აქვთ გაეცნონ ამერიკულ კულტურას და ამერიკელი ახალგაზრდების ცხოვრების წეს-ჩვეულებებს, რაშიც ორგანიზაციის თანამშრომლებს ამერიკელი მოხალისე დაეხმარება . იგი ივლისის თვიდან 2 წლის განმავლობაში აქტიურად შეუდგება საქმიანობას. სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრი 2009 წლიდან ფუნქციონირებს, ამ დროის განმავლობაში 3500-ზე მეტმა ბენეფიციალმა გაიარა გადამზადება სხვადასხვა მიმართულებით. 15 ივლისიდან საზაფხულო სკოლისთვის რეგისტრაცია იწყება.

მსგავსი სტატიები