სიახლე 

აღმოსავლეთ საქართველოში ფაროსანას გავრცელების რისკი ყველაზე დაბალია

როგორია აზიური ფაროსანას აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელების რისკი? – სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ,  ამ ეტაპზე ალბათობა მაღალი არ არის და განმარტავენ, რომ კახეთში მწერის დაფიქსირება მის გავრცელებას არ ნიშნავს.

ზურაბ ლიპარტია მავნებლის გავრცელების რამდენიმე მიზეზზე საუბრობს. მათ შორის, ასახელებს მწერის ბიოლოგიურ ბუნებას, ბაღლინჯოს ამ სახეობას ფრენა დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეულ კილომეტრზე შეუძლია. მის გავრცელებას ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს დასავლეთიდან აღმოსავლეთ სააქართველოში მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებებმა.

სეს-ის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აზიური ფარონას მიერ მოსავლისთვის ზიანის მიყენების შემთხვევები გასულ წელს არ დაფიქსირებულა. პროცესის მონიტორინგი წელსაც გრძელდება და ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, აზიური ფაროსანას წინაღმდეგ სახელმწიფო პროგრამა აღმოსავლეთ საქართველოზეც გავრცელდება.

რისკების შეფასებისას ლიპარტია განმარტავს, რომ დასავლეთთან შედარებით, აღმოსავლეთ საქართველოში ბაღებისა და პლანტაციების შეწამვლის მაღალი კულტურაა, ამასთან შესაწამლად მოსახლეობა იყენებეს ისეთ პრეპარატებს რომლებიც ბაღლინჯოზეც მოქმედებს.

აზიურიფაროსანა ცალკეულ შემთხვევებში  საცხოვრებელ სახლებში კახეთშიც გხვდება.

მავნებელი დაფიქსირდა თბილისშიც. 2017 წლის შემოდგომაზე დედაქალაქში მისი საწინააღმდეგო შეწამვლები უკვე განხორციელდა.

მსგავსი სტატიები