სიახლე 

პრემიერა ფოთის თეატრში 24 06 19


ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში პრემიერა გაიმართა. რეჟისორისა და მსახიობების წინაშე ურთულესი ამოცანა იდგა – ყველა ქართველისათვის ცნობილი და საყვარელი ნაწარმოების – ნოდარ დუმბაძის ,,საბრალდებო დასკვნა’’ ინსცენირების მორიგი გათამაშება ისე უნდა შემდგარიყო, რომ თითოეულ მსახიობს და თითოეულ ეპიზოდს ჰქონოდა თვითმყოფადი სახე, რაც გამოუვიდათ კიდეც. სპექტაკლი მაყურებელმა დადებითად მიიღო. საბრალდებო დასკვნის მოლოდინში პერსონაჟებში სათუთი გრძნობები იმალება. მერე რა, რომ დახშულ და უღმრთო სივრცეში ცხოვრობენ… სიცილის უკან ტკივილი… ტკივილის გადასაფარად სხარტი იუმორი დგას. სპექტაკლის პერსონაჟები ცნობილი სიმღერისთვის იგონებენ სიტყვებს, რათა უკეთ გადმოსცენ სულის ტკივილი და სევდა. ისინი მღერიან მხოლოდ იმისთვის, რომ არაადამიანური, უღვთო სივრცე საკუთარი დარდით გააჯერონ. პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი რამაზ იოსელიანია.

მსგავსი სტატიები