სიახლე 

ზაფხულში ფოთში მორიგე ბაგა ბაღი იმუშავებს 26 06 19


ფოთში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო – სააღმზრდელო წელი მიმდინარე წლის 15 ივლისს დასრულდება.

მშობელთა მაღალი მიმართვიანობის გამო, განისაზღვრა ის საბავშვო ბაგა-ბაღი სადაც სასწავლო – სააღმზრდელო პროცესი მთელი ზაფხულის მანძილზე 15 ივლისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მიუხედავად სააღმზრდელო წლის დასრულებისა, №16 მორიგე საბავშვო ბაღში, რომელიც თამარ მეფის ქუჩაზე მდებარეობს 130 პატარა ივლის.

რაც შეეხება ახალ 2019-2020 სააღმზრდელო წლის დაწყებას, წელს სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს განახლდება.

ფოთის მასშტაბით 16 არსებული საბავშვო ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის 425 აღსაზრდელი პირველ კლასელის სტატუსს მოირგებს.

მსგავსი სტატიები