სიახლე 

ფოთში პარკირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება 27 06 19


ფოთში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება. პარკირებისთვის გამოყოფილი არსებული 21 ადგილი, 39-მდე გაიზრდება. როგორც მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში ელექტრონული აუქციონი გამოცხდდება, ხოლო გამარჯვებულმა 6 თვის განმავლობაში პარკირებისთვის გამოყოფილი ადგილების კეთილმოწყობა უნდა უზრუნველყოს.

ახალი რეგულაციების მიხედვით, პარკირების საფასურის გადახდა ელექტრონული სისტემით იქნება შესაძლებელი. ერთი წლის სააბონენტო ქვითრის ღირებულება 40 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

უნებართვო პარკირებასა და პარკირების წესების დარღვევაზე ავტომოლობილებს ჯარიმები დაეკისრებათ.

მსგავსი სტატიები