FLEX-ის პროგრამის კონკურსში ხუთმა ფოთელმა გაიმარჯვა
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) სკოლის (14-16 წლის) მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე/ FLEX პროგრამის უპირველესი მიზანია, ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის გააღრმავოს ურთიერთგაგება, რაც საშულებას აძლევს ახალგაზრდებს დააკვირდნენ და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეისწავლონ აშშ–ს მთავრობის სისტემა, ამერიკული ცხოვრების სტილი და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო წელს ხუთი ფოთელი ახალგაზრდა გახდა ამ პროგრამის გამაჯვებული. ესენი არიან ანა სამურკასოვი, სალომე ახალაია, ალექსანდრე ნანეიშვილი, არჩილ გვასალია და დავით ვადაქარია. მათი განცხადებით შესარჩევი კონკურსი საკმაოდ რთულია და ზოგიერთმა მათგანმა რამდენჯერმე ცდის სემდეგ მიაღწია წარმატებას. სწორედ კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება გაუზიარეს ფლექსის პროგრამის ფოთელმა გამარჯვებულებმა თანატოლებს ასოციაცია „დიოსკურიას“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე