სიახლე 

ფოთელი ემიგრანტის ისტორია 02 07 19


გვინდა ერთი ფოთელი, წარმატებული ქალის ისტორია მოგითხროთ, რომელიც დღეს ემიგრაციაში იმყოფება. ეს მაია ხომერიკია. მაია ხომერიკი დაიბადა ქალაქ ფოთში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო და ეკინომიკური ფაკულტეტი, ხოლო მეორადი ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით, ბოლოს კი უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლესი სკოლა. მაია ხომერიკმა სოციალურ ქსელში რუბრიკა შექმნა, რომელსაც „ჩაის თემა“ უწოდა. იდეა იტალიაში მყოფ ემიგრანტთა ჯგუფს ეკუთნის. ბლოგი იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტთა საჭირბოროტო თემების გარჩევას მოიცავს, ასევე რელიგიას და ქართული დიასპორის საეკლესიო ცენტრებთან ინფორმაციის გაზიარებას.

ის ამბობს რომ ემიგრანტად ყოფნა ძალიან მწარეა, როდესაც მოწყვეტილი ხარ შენს სამშობლოსა და ოჯახს. ეკონომიური სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები დღემდე ერთ–ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ქართველები ემიგრაციაში მიდიან. თითოეული მათგანი ამბობს, რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა ამისთვის საჭირო დროს ელოდებიან.

მსგავსი სტატიები