სიახლე 

ფოთში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „კავკასია 2019“ ჩატარდა 03 07 19


ფოთმა, საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალს – „კავკასია 2019“-ს უმასპინძლა. ქალაქის ცენტრალურ პარკში კონცერტი გაიმართა. ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულმა ჯგუფებმა, თავიანთი ნაციონალური ცეკვები და სიმღერები წარმოადგინეს.

საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოში მეცხრედ ტარდება. წელს 4 ქვეყანა არის წარმოდგენილი. ფესტივალის მონაწილეები კონცერტებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამართავენ. ბოლო კონცერტი ბათუმში ჩატარდება, სადაც ფესტივალის მონაწილეებს დიპლომებით და საჩუქრებით დააჯილდოებენ.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მიზანი ფოლკლორული ხელოვნების განვითარება, ასევე ქორეოგრაფების კვალიფიკაციის დონის ამაღლებაა.

ფესტივალი საქართველოს ქორეოგრაფიის კავშირის ორგანიზებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და იუნესკოს საერთაშორისო ცეკვის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა.

მსგავსი სტატიები