სიახლე 

ფოთში კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით დასაქმებულები გაიფიცნენ 04 07 19


კუთვნილი სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით ფოთში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. 20-მდე ადამიანი 2 თვის სახელფასო დავალიანებას ითხოვს. ფოთში საკანალიზაციო სისტემის მოწყობაზე თურქული კომპანია მუშაობს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თურქული ფირმა მათი დავალიანების დაფარვას ძველ ფირმას აკისრებს. დღეს გაფიცულებს კომპანიის წარმომადგენელი შეხვდა, რომელმაც მათ ვერ დაუკონკრეტა როდის დაიფარება დავალიანება. ფირმის წარმომადგენელმა სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადა.

სისტემის რეაბილიტაცია ფოთში რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ამ სამუშაოებს მაშინ სხვა ფირმა ასრულბდა, რომელმაც ტენდერით დაკისრებული მოვალეობები ვერ შეასრულა და მუშაობა შეწყვიტა.

მსგავსი სტატიები