სიახლე 

ფოთელი ბოდიბილდერი საქართველოს ჩემპიონი გახდა 05 07 19


თბილისში, საქართველოს ჩემპიონატი ბოდიბილდინგში, საქართველოს ბოდიბილდინგის და ფიტნესის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. გამარჯვებულები შვიდ კატეგორიაში გამოვლინდნენ. მათ შორის, ქალაქ ფოთის სახელით 20 წლამდე ასაკობრივ მენზფიზიკის კატეგორიაში დავით მურადოვი გამოვიდა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

შეჯიბრება როგორც ვაჟებში, ისე ქალებში გაიმართა. ჩემპიონატში, მთლიანობაში ქვეყნის 50-მდე საუკეთესო სპორტსმენი მონაწილეობდა.

საქართველოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგით, დავით მურადოვი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

მსგავსი სტატიები